ჯადა პინკეტ სმიტმა გაამხილა, რომ ის და უილ სმიტი უკვე 7 წელია დაშორებულები არიან

ჯადა პინკეტ სმიტმა გაამხილა, რომ ის და უილ სმიტი უკვე 7 წელია დაშორებულები არიან

ჯადა პინკეტ სმიტმა გაამხილა, რომ ის და უილ სმიტი უკვე 7 წელია ერთად აღარ ცხოვრობენ, თუმცა, ოფიციალურად განქორწინებულები არ არიან. ამის შესახებ გამოცემა People წერს.

„2016 წლისთვის ორივემ მივაღწიეთ ცხოვრების იმ ეტაპს, როდესაც ურთიერთობების შენარჩუნებისთვის ბრძოლით დავიღალეთ. მგონია, ჩვენ ამ დრომდე ერთმანეთის შესახებ ფანტაზიებში ვართ გაჭედილი, თუ როგორები უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა პიკეტ სმიტმა.

ჯადამ 2020 წელს აღიარა, რომ მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა აუგუსტ ალსინთან. მისი თქმით, ამ დროს ის უილთან ოფიციალურ განქორწინებაზეც ფიქრობდა, თუმცა, ეს ვერასდროს მოახერხა. მისივე თქმით, ის უილს შეჰპირდა, რომ განქორწინების მიზეზს არასდროს მისცემდა.

„მე მას პირობა მივეცი, რომ არასდროს იარსებებდა ჩვენი განქორწინების მიზეზი. ნებისმიერ პრობლემას გადავლახავდით და ამ პირობის დარღვევა ვერასდროს შევძელი“, - აღნიშნა სმიტმა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ჯადა და უილი ამ დრომდე ცალ-ცალკე ცხოვრობენ და ცდილობენ თავიანთი ქორწინების მომავალზე ჩამოყალიბდნენ.