პერის ჰილტონის მემუარის მიხედვით სერიალს გადაიღებენ. ჰილტონმა ავტობიოგრაფიული წიგნი წლის დასაწყისში გამოუშვა, რომელშიც კარიერულ თუ პირად გამოწვევებზე ჰყვება. ჰილტონი წიგნში პოპსამყაროში თავის დამკვიდრების სირთულეებზე საუბრობს და ამასთან, იხსენებს, როგორ ებრძოდა წლების განმავლობაში არადიაგნოზირებულ ADHD-ის.
"ეს წიგნი იმისთვის დავწერე, რომ მსოფლიოს გაეგო, ვინ ვარ დღეს. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე მოვყევი, რომლებითაც ახლა ძალიან ვამაყობ — როგორ წამართვეს ძალა, როგორ დავიბრუნე ის და როგორ შევძელი, შემექმნა წარმატებული ბიზნესი და პარალელურად, ოჯახი.
უამრავი ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ამ ისტორიის მოსმენა სჭირდება. არ მინდა, რომ მათ ჩემი შეცდომებისგან ისწავლონ. მინდა, საკუთარი თავის შეცდომების გამო შეძულება შეწყვიტონ", — ამბობს პერისი.
სერიალზე A24-ისთვის ჰილტონის კომპანია 11:11 Media-სთან ერთად, მსახიობ დაკოტა და ელ ფენინგების კომპანია Lewellen Pictures იმუშავებს, დები შოუს აღმასრულებელი პროდიუსერები იქნებიან.