კანიე უესტი და ბიანკა სენსორი ოფიციალურ ქორწინებაში არიან. ამის შესახებ Hollywood Life წერს.
გამოცემას სანდო წყარომ უამბო, რომ 46 წლის უესტი და 28 წლის სენსორი შარშან ოფიციალურიად დაქორწინდნენ. ეს გადაწყვეტილება წყვილმა თავიანთი რელიგიური შეხედულებების გამო მიიღო.
„კანიე და ბიანკა გასულ წელს დაქორწინდნენ. მათ პატარა ცერემონია ბევერლი ჰილსში ჰქონდათ. ეს ყოველივე რეალური და ლეგალური იყო“, - განაცხადა წყარომ. მისივე თქმით, წყვილს უნდოდა ყველაფერი ძალიან ინტიმურ გარემოში ჩატარებულიყო.
„მათ უყვართ ერთმანეთი და განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. კანიე მას თავის მუზას ეძახის და უყვარს მისთვის სამოსის შერჩევა“, - აღნიშნა წყარომ.
უესტისა და სენსორის ქორწინებაზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც საზოგადოება ალაპარაკდა, რომ ბიანკა სენსორი კანიესთან ყოფნისთვის რეპერის წესებს ემორჩილება. გავრცელებული ინფორმაციით, ბიანკას საუბარი ეკრძალება, უნდა ჩაიცვას ის, რასაც კანიე უესტი შეურჩევს და ის საკვები მიირთვას, რომელსაც კანიე გადაწყვეტს. გარდა ამისა, მოდელი კანიეს დაჟინებული მოთხოვნით ყოველდღე ვარჯიშობს, მიუხედავად იმისა, რომ რეპერი თავად არ მიჰყვება ჯანსაღი ცხოვრების წესს. წყაროს თქმით, „ბიანკას საკუთარი აზრი აღარ გააჩნია“ და მხოლოდ კანიეს ემორჩილება, რომელიც თვლის, რომ „სამეფო ოჯახის წარმომადგენელია“.