აშშ-ში კატა IT-სპეციალისტის კლავიატურაზე ახტა და სახელმწიფო სამედიცინო საინფორმაციო სისტემიდან მონაცემები წაშალა. ამის შესახებ The Register-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი სექტემბერში, კანზას-სიტის სამედიცინო ცენტრში მოხდა, რომელიც აშშ-ის ვეტერანების საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შედის.
სისტემური ადმინისტრატორის ოთხფეხა მეგობარი კლავიატურაზე მაშინ ახტა, როცა სპეციალისტს სერვერში ცვლილებები შეჰქონდა. შედეგად, მონაცემები წაიშალა, თუმცა მათი აღდგენა რამდენიმე საათში მოხერხდა.
უწყების პრეს-მდივანმა დაადასტურა, რომ ტექნიკური ხარვეზი კატის გამო მოხდა.
„პრობლემა სწრაფად აღმოვაჩინეთ და სისტემა ოთხ საათში აღვადგინეთ. ინციდენტის შედეგად პრობლემები არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა მან.
მოგვიანებით სიტუაცია თათბირზეც განიხილეს, რომელსაც ცენტრის IT-დირექტორი და უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„აი რატომაც მყავს ძაღლი“, - იხუმრა ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორმა კურტ დელებენმა.