ახლახან ინტერნეტში ბექჰემების ოჯახზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან, სახელად Beckham, ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოში ვიქტორია ჰყვება, თუ როგორ შეხვდა თავის მომავალ ქმარს პირველად და იმასაც აღნიშნავს, რომ ორივე მუშათა კლასს მიეკუთვნებოდნენ, რაზეც დევიდი არ დაეთანხმა.
ვიქტორიამ გაიხსენა, რომ დევიდი პირველად 1997 წლის ერთ-ერთ საფეხბურთო მატჩზე ნახა და ძალიან მოეწონა. "მე ის უბრალოდ მომეწონა და ეს მარტივი მისახვედრიც იყო. ვფიქრობ, რომ ორივე ისეთი ოჯახებიდან ვართ, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობდნენ. ჩვენი მშობლები ძალიან, ძალიან ბევრს მუშაობდნენ, ჩვენ მუშათა კლასიდან ვარ", — ამბობს ვიქტორია.
ვიდეოში ვხედავთ, რომ ამის გაგონებაზე დევიდი მეორე ოთახიდან გამოვარდა და ცოლს სთხოვა, გულწრფელი ყოფილიყო. "რა მანქანით დაჰყავდი მამაშენს სკოლაში?", — ჰკითხა დევიდმა ცოლს. "ამაზე პასუხი მარტივი არაა, ბევრ რამეზეა დამოკიდებული. კარგი, 1980-იან წლებში მამაჩემს როლს-როისი ჰყავდა", — მიუგო ვიქტორიამ.
ამ ფრაზის შემდეგ არც არის გასაკვირი, რომ ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. რაც შეეხება დოკუმენტურ ფილმს, მისი პრემიერა 4 ოქტომბერს შედგა. ფილმის გადასაღებად დევიდთან 30-საათიანი, ხოლო ვიქტორიასთან 14-საათიანი ინტერვიუები ჩაიწერა.