რეპერი დრეიკი შემოქმედებით პაუზას იღებს

რეპერი დრეიკი შემოქმედებით პაუზას იღებს

კანადელი რეპერი დრეიკი მუსიკალურ კარიერას დროებით აჩერებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მუსიკოსმა განაცხადა, რომ სურს ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას მიაქციოს.

„ალბათ გარკვეული პერიოდი მუსიკას აღარ შევქმნი. პირველ რიგში ჩემს ჯანმრთელობას უნდა მივაქციო ყურადღება. წლებია პრობლემები მაქვს. სტუდიის კარს ცოტა ხნის დავხურავ. არც ვიცი ეს „ცოტა ხნით“ რას ნიშნავს. შეიძლება ერთი წელი იყოს, შეიძლება ცოტა მეტით“, - განაცხადა დრეიკმა თავის რადიო შოუში.

36 წლის დრეიკი ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად ითვლება.