აშშ-ის პრეზიდენტის ძაღლს, კომანდერს თეთრი სახლის დატოვება მოუწია მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე თანამშრომელი დაკბინა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება 2 წლის გერმანული ნაგაზის მომავალზე მიღებული არ არის. გასულ კვირას კომანდერმა საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკბინა, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სულ კი ძაღლის მონაწილეობით 11 ანალოგიური ინციდენტი დაფიქსირდა, თუმცა, მედიის ცნობით, რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია.
თეთრი სახლის პრესსამსახურში ძაღლის აგრესიულ ქცევას პრეზიდენტის რეზიდენციაში ცხოვრების სტრესს უკავშირებდნენ.
ბაიდენებს კიდევ ერთი გერმანული ნაგაზი, მეიჯორი ჰყავთ, რომელიც თეთრ სახლში მცხოვრები თავშესაფრიდან აყვანილი პირველი ძაღლი იყო. თუმცა, იმის გამო, რომ მეიჯორი თანამშრომლებს კბენდა, პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვება მასაც მოუწია. ახლა ის ბაიდენების ოჯახის მეგობრებთან ცხოვრობს.