„ნეტფლიქსმა“ დევიდ ბექჰემზე მინი დოკუმენტური სერიალი გამოუშვა. სერიალი, სახელწოდებით „ბექჰემი“ ოთხი ნაწილისგან შედგება, სადაც ბრიტანული ფეხბურთის ვარსკვლავის ცხოვრებაა ნაჩვენები, თუ როგორ მიაღწია წარმატებას როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში. ამის შესახებ Reuters წერს.
„ვფიქრობ, რომ სერიალის შექმნა სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების სწორ დროს ხდება. მინდოდა, რომ ისეთი რაღაც შეგვექმნა, რასაც ჩვენი ოჯახი უყურებდა და ისიამოვნებდა“, - აღნიშნა ბექჰემმა.
დოკუმენტურ სერიალში სპორტსმენისა და მისი ოჯახის ცხოვრების საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი დეტალებიცაა ნაჩვენები.
სერიალის პრემიერა ლონდონში 3 ოქტომბერს გაიმართა. დევიდ ბექჰემი პრემიერაზე ოჯახთან ერთად მივიდა. მის გვერდით იყო მისი ცოლი, დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი და მათი ოთხი შვილი.