ჯულია ორმონდმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალური შევიწროებაში დაადანაშაულა

ჯულია ორმონდმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალური შევიწროებაში დაადანაშაულა

ინგლისელმა მსახიობმა ჯულია ორმონდმა პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური შევიწროების გამო სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საქმეს ნიუ-იორკის სასამართლო განიხილავს. ორმონდის მტკიცებით, ინციდენტი 1995 წელს, ნიუ-იორკში მოხდა. მისი თქმით, ის და ვაინშტაინი სამუშაო სადილის შემდეგ კომპანიის მიერ დაქირავებულ ბინაში წავიდნენ, სადაც ვაინშტაინმა გაიხადა და ორმონდს ორალური სექსით დაკავება აიძულა.

მსახიობი მორალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს კომპანიებისგან Disney, Miramax და თავისი ყოფილი აგენტისგან. მისი თქმით, მათ ვერ დაიცვეს ის ძალადობისგან.

„სექსუალური შევიწროების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ Miramax-ი ან Disney სათანადო ზედამხედველობას დააწესებდნენ ვაინშტაინზე ან საერთოდ არ დაიქირავებდნენ მას, რადგან იცოდნენ, რომ ის სამუშაო ადგილას ქალებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა“, - აღნიშნულია სარჩელში.

ვაინშტაინი ახლა 23-წლიან სასჯელს იხდის გაუპატიურებისთვის. მისი ადვოკატის თქმით, ის ორმონდის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.



 

Gami ამ ქალს ეტყობა პენსია აღარ ყოფნის... ახლა გაახსენდა?
1 წლის უკან