გურამ მაჭარაშვილი; მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ორივე წარმომადგენელს შევუწყვეტდი უფლებამოსილებას

გურამ მაჭარაშვილი; მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ორივე წარმომადგენელს შევუწყვეტდი უფლებამოსილებას

რასაც ვუყურეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ცოდვის ტირილია , - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ორივე წარმომადგენელს შევუწყვეტდი უფლებამოსილებას - ისინი პრაქტიკულად პირდაპირ მტკიცებულებებს აწვდიან სასამართლოს პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.

სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.