მოსამართლემ, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, სრულად უნდა იყოს დაცლილი ყველანაირი გავლენისგან, მათ შორის საზოგადოებრივი აზრის გავლენისგან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შინაგანი რწმენით და ამ შემთხვევაში, კონსტიტუციაზე დაყრდნობით“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.
სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.