უკრაინის პრეზიდენტის მამამ, ოლექსანდრ ზელენსკიმ, რომელსაც მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი აქვს, უკრაინის მინისტრთა კაბინეტისგან მუდმივი სტიპენდია მიიღო. შესაბამისი ბრძანება უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მუდმივი სტიპენდიები ეძლევათ სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაკებს „უმაღლესი განათლების სფეროში გამოჩენილი მიღწევებისთვის“.
ოლექსანდრ ზელენსკის გარდა, მინისტრთა კაბინეტის ბრძანებაში კიდევ ასამდე პედაგოგია ჩამოთვლილი.
ამჟამად ოლექსანდრ ზელენსკი ხელმძღვანელობს კომპიუტერული მეცნიერებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კათედრას ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას აქვს 140 სამეცნიერო პუბლიკაცია, 4 მონოგრაფიის თანაავტორია და მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.