ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის წარმომადგენლებს ჰქონდათ სამართლებრივად უსუსტესი პოზიციები, არავითარი არგუმენტები და მთლიანად პოლიტიკურში იყო გადატანილი მათი დასკვნები

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის წარმომადგენლებს ჰქონდათ სამართლებრივად უსუსტესი პოზიციები, არავითარი არგუმენტები და მთლიანად პოლიტიკურში იყო გადატანილი მათი დასკვნები

პრეზიდენტმა იცოდა, რომ მას სჭირდებოდა თანხმობა ვიზიტების განხორციელებაზე, მიმართა მთავრობას ვერ მიიღო მთავრობისგან თანხმობა, მაგრამ მაინც განახორციელა ვიზიტები. რაც შეეხება პრეზიდენტის წარმომადგენლების დასკვნით სიტყვას, მათ 80% საუბარი ჰქონდათ პოლიტიკაზეა, მათ შორის შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მათ ჰქონდათ სამართლებრივად უსუსტესი პოზიციები, არავითარი არგუმენტები და მთლიანად პოლიტიკურში იყო გადატანილი მათი დასკვნები. ყველაფერი ნათელია - პრეზიდენტის მხრიდან დაირღვა კონსტიტუცია. სალომე ზურაბიშვილი პრინციპულად ახორციელებს საბოტაჟს“, - აღნიშნა კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება.