გიორგი ვაშაძე: ბათუმს ახლა აქცია ძალიან მოუხდება

გიორგი ვაშაძე: ბათუმს ახლა აქცია ძალიან მოუხდება

ბათუმს ახლა აქცია ძალიან მოუხდება და მართლა დავფიქრდები, ხომ არ ჩავატაროთ ერთი მძლავრი აქცია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ვინც არ უნდა იყოს მათ ვურჩევ ერთ რამეს, ნუ გგონიათ, რომ სამყარო თქვენს გარშემო ტრიალებს, თორემ ეს ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიური შედეგით დაასრულებს თქვენს პოლიტიკურ კარიერას. სხვათა შორის ბათუმს ახლა აქცია ძალიან მოუხდება და მართლა დავფიქრდები, ხომ არ ჩავატაროთ ერთი მძლავრი აქცია. შაბათს იქნება, კვირას თუ როცა იქნება, ბათუმში რატომ?! იმიტომ, რომ სწორედ ბათუმში ხდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე მთავარი შეტევა“,- აღნიშნა ვაშაძემ.