თუ რაიმე ხლეჩს და არღვევს პარტიას, ეს არის ასეთი ნაბიჯები, როდესაც პარტიასთან შეუთანხმებლად მელია ცალკე შეხვედრას აწყობს პარტიის წევრებთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.
„ზედმეტია სპეკულაციები დამთხვევასთან დაკავშირებით, იმიტომ ,რომ კალენდარს გადახედავთ და ნახავთ, რომ შაბათ-კვირას „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის რეგიონებში. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სამწუხაროა ნიკა მელიას ასეთი განცხადება“, - მიიჩნევს ხაჯიშვილი.
ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ. ამჯერად მიზეზი ერთსა და იმავე დღეს სხვადასხვა პარტიული აქტივობის დაგეგმვა გახდა. 7 ოქტომბერს ყოფილი თავმჯდომარე პარტიის წევრებს დაგეგმილ საკონსულტაციო შეხვედრაზე, მოქმედი თავმჯდომარე კი აქციაზე ეპატიჟება.