სოფია კოპოლას ახალ ფილმში ელვის პრესლის როლს ჯეიკობ ელორდი შეასრულებს

სოფია კოპოლას ახალ ფილმში ელვის პრესლის როლს ჯეიკობ ელორდი შეასრულებს

Priscilla სოფია კოპოლას ახალი ფილმია, რომელიც ელვის პრესლისა და პრისცილა პრესლის სასიყვარულო ურთიერთობაზე გვიამბობს. ფილმი პრისცილას 1985 ავტობიოგრაფიულ ნოველას, სახელად Elvis and Me-ს, ეფუძნება. ცოტა ხნის წინ კი ფილმის ტრეილერიც გამოვიდა.

როგორც ტრეილერში ვხედავთ, ფილმი ელვის პრესლის თინეიჯერობის იმ პერიოდის შესახებ მოგვითხრობს, როცა პრისცილა გაიცნო. სიუჟეტის მიხედვით, წყვილს ერთმანეთი უყვარდება და ქორწინდებიან, თუმცა მოგვიანებით დაძაბულობაც იწყება, რასაც მაყურებელი მალე იხილავს.

უკვე ცნობილია მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობების ვინაობაც. პრისცილას როლს ქეილი სპენი ითამაშებს, ხოლო ელვისის როლში ჯეიკობ ელორდის ვიხილავთ. შეგახსენებთ, რომ ჯეიკობ ელორდის პოპულარობა სერიალ ეიფორიაში ნეითის როლის შესრულებამ მოუტანა. ამჯერად კი მაყურებელი მას ცნობილი მუსიკოსის როლში იხილავს.

Priscilla-ს მსოფლიო პრემიერა 3 ნოემბერს იგეგმება.