ლონდონში Propstore-ის აუქციონზე კინოსა და ტელევიზიის 1800-ზე მეტი რეკვიზიტი გაიყიდება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, აუქციონი 9-12 ნოემბერს გაიმართება. ლოტებს შორის იქნება ისეთი ცნობილი ობიექტები, როგორებიცაა დროიდის C-3PO თავი „ვარსკვლავური ომებიდან“, ფრედი კრიუგერის ხელთათმანი კაპიტან ამერიკას ფარი და კოსტიუმი, რომელშიც ლეონარდო დიკაპრიო „ტიტანიკში“ თამაშობდა და მრავალი სხვა.
სპეციალისტების შეფასებით, აუქციონის შემოსავალი 14,6 მილიონ დოლარზე მეტი იქნება.