გრაიმსმა ილონ მასკს სასამართლოში უჩივლა

გრაიმსმა ილონ მასკს სასამართლოში უჩივლა

მომღერალმა გრაიმსმა (კლერ ბუშე) ილონ მასკს სასამართლოში „მშობლის უფლებების დამყარების“ მოთხოვნით უჩივლა. ამის შესახებ PageSix-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მომღერალს წყვილის სამ შვილზე მეურვეობის მიღება სურს. გრაიმსს უნდა, რომ სასამართლომ ბავშვების მშობლების ვინაობა ოფიციალურად დაადგინოს. უცნობია ითხოვს თუ არა გრაიმსი ალიმენტებს.

მანამდე, გრაიმსი ამბობდა, რომ მასკი მას ბავშვების ნახვის უფლებას არ აძლევს. მან X-ის (ყოფილი Twitter-ის) მომხმარებლებსაც მიმართა და დახმარება სთხოვა, რათა მასკმა მას ვაჟის ნახვის უფლება მისცეს ან მის ადვოკატს უპასუხოს.

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ საუბარია ტექნო მექანიკუსზე, რომელიც სუროგატი დედის დახმარებით 2022 წელს, გრაიმსისა და მასკის დაშორების შემდეგ დაიბადა.

გრაიმსთან რომანი მასკს 2018-2021 წლებში ჰქონდა. მათ 3 შვილი ჰყავთ: ვაჟები ექს ეშ ეი თველვი, ტექნო მექანიკუსი და ქალიშვილი ეკზა დარქ საიდერილი. სულ მასკი 11 შვილის მამაა. ახლა ის თავისი კომპანია Neuralink-ის ტოპ-მენეჯერთან, შივონ ზილისთან ტყუპს ზრდის, მას ასევე 5 შვილი ჰყავს მწერალ ჯასტინ უილსონთან. მასკის პირველი შვილი, ნევადა კი 10 კვირის ასაკში გარდაიცვალა.