კევინ სპეისი გულის შეტევის ნიშნებით ჰოსპიტალში მოხვდა

კევინ სპეისი გულის შეტევის ნიშნებით ჰოსპიტალში მოხვდა

კევინ სპეისი გულის შეტევის სიმპტომებით ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მსახიობმა მარცხენა ხელში მგრძნობელობა დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა People ავრცელებს.

64 წლის მსახიობს ტაშკენტში საერთაშორისო ფილმების რიგით მეთხუთმეტე ფესტივალზე ყოფნისას მარცხენა ხელი დაუბუჟდა, შემდეგ კი მგრძნობელობა დაკარგა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა, რომლითაც გულის შეტევის საშიშროება არ დადასტურდა.

„ბატონი სპეისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაშია გადაყვანილი. მასზე პროფესიონალი ექიმები ზრუნავენ. მათი დასკვნით სპეისს გულთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს“, - აღნიშნა სპეისთან დაახლოებულმა პირმა.

გამოკვლევის შემდეგ მსახიობი ფესტივალზე დაბრუნდა.