არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციას არ აქვს ხალხის იმედი და კარვების იმედად რჩება

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციას არ აქვს ხალხის იმედი და კარვების იმედად რჩება

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებს დეპუტატები დღეს მეორე მოსმენით კენჭს უყრიან. მანამდე ცვლილება იურიდიულ კომიტეტზე განიხილეს. საუბარია პროექტზე, რომელიც აქციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით არსებული კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გულისხმობს.

მმართველი გუნდის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით ოპოზიციის მხრიდან საზოგადოების მოტყუება, თითქოს აქციაზე კარვის გამოყენება იკრძალება აჩენებს იმას, რომ მათ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი არ აქვთ და მხოლოდ კარვების დადგმის იმედად რჩებიან.

"კარვების აკრძალვა ხდება, ზუსტდება რისკ ფაქტორები, რაზეც პოლიციას აქვს ჩარევის და მოქმედების უფლება. ეს წარსულში არაერთხელ ყოფილა საკამათო, სტრასბურგის სასამართლომაც იმსჯელა შენობების ბლოკირებასთან დაკავშირებით და გაამართლა სახელმწიფოს მოქმედებები. ეს უნდა დაზუსტდეს კანონში, ასეთი ზედაპირული ლაპარაკი და საზოგადოების მოტყუება ოპოზიციის მხრიდან აჩვენებს ერთადერთს - მათ არ აქვთ საზოგადოების იმედი, მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, მათ აქვთ კარვების იმედი და კარვების იმედად არიან მომავალში", - განაცხადე არჩილ თალაკვაძემ.