ვინც არ უნდა იყოს, ვურჩევ, ნუ გგონიათ, რომ სამყარო თქვენს გარშემო ტრიალებს, თორემ ეს ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიური შედეგით დაასრულებს თქვენთვის პოლიტიკურ კარიერას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.
„პოლიტიკაში გამოიკვეთა ადამიანების რაღაც წრე, რომლებიც ფიქრობენ, რომ სამყარო მათ გარშემო ბრუნავს. დედამიწა კი არ ბრუნავს მზის გარშემო, არამედ მზე ბრუნავს დედამიწის გარშემო – აი, ასეთ კატასტროფასთან გვაქვს საქმე. ვინც არ უნდა იყოს, ვურჩევ, ნუ გგონიათ, რომ სამყარო თქვენს გარშემო ტრიალებს, თორემ ეს ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიური შედეგით დაასრულებს თქვენთვის პოლიტიკურ კარიერას. ამიტომ, ნუ გგონიათ, რომ სამყარო თქვენს გარშემო ტრიალებს, მინდა, ეს ყველამ იცოდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.