მამუკა მდინარაძე: რაც არ უნდა შეცდომები გვქონდეს და იდეალური ხელისუფლება არ არსებობს, ვერავინ დაგვაბრალებს, რომ რაიმე ნიშნით შეიძლება ჰგავდეს „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლებას

მამუკა მდინარაძე: რაც არ უნდა შეცდომები გვქონდეს და იდეალური ხელისუფლება არ არსებობს, ვერავინ დაგვაბრალებს, რომ რაიმე ნიშნით შეიძლება ჰგავდეს „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლებას

სუს-მა გააკეთა განცხადება, რომ იგეგმება რევოლუციური სცენარი, ძალადობრივი აქციები და მათ შორის გამოკვეთილად იყო მინიშნება ამ ყველაფერში „კანვასის“ მონაწილეობაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

„ამის შემდეგ იყო მეორე ბრიფინგი. ვნახეთ ვიდეო მტკიცებულებები, რომელშიც სუს-ის მიერ ნახსენები „კანვასი“ უზიარებდა გამოცდილებას ტრენინგის მონაწილეებს და ასწავლიდა ძალადობრივი რევოლუციის განხორციელებას. შემაშფოთებელი იყო ჩვენი მეგობარი სახელმწიფოსა და მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლების განცხადება იმის შესახებ, რომ ეს იყო ონკოლოგიური დაავადებით დაავადებული ბავშვების მშობლების უფლებებზე და ხანდაზმული ადამიანების ადვოკატირებაზე ორიენტირებულის დახმარების ტრენინგი. რაც არ უნდა შეცდომები გვქონდეს და იდეალური ხელისუფლება არ არსებობს, ვერავინ დაგვაბრალებს, რომ რაიმე ნიშნით შეიძლება ჰგავდეს „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლებას“, - აღნიშნა მდინარაძემ.