ვინც მხარს არ დაუჭერს და წინააღმდეგი წავა პრეზიდენტის იმპიჩმენტის, ის თანამონაწილე ხდება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის და ეს კარგად უნდა გაითავისოს ყველამ, - ამის თაობაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
მისი თქმით, იმპიჩმენტის საკითხზე უმრავლესობას ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მცდელობაც კი არ ჰქონია.
მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტის მხარემ მისი სტატუსი რომ წაიკითხოს, როგორც უფლებამოსილება, მაშინ შეუძლია თქვას, რომ არის მთავარსარდალი, ჯარი გამოიყვანოს და ომი დაიწყოს.
„ეს შეიძლება უტრირებულიც იყოს, გადაჭარბებულიც, მაგრამ თუ აქ რაც წერია, მათ ლოგიკას დავუჯერებთ და ეს უფლებამოსილებას ნიშნავს, მაშინ წერია კონსტიტუციაში, რომ უმაღლესი მთავარსარდალია თავდაცვის ძალების და შეიძლება ხვალ ჯარი გამოიყვანოს და გახსნას მეორე ფრონტი. რაღაცისკენ მიდიან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.