არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია, რომელიც ხალხმა ოპოზიციური აქციებიდან გააგდო, კარვების იმედადაა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია, რომელიც ხალხმა ოპოზიციური აქციებიდან გააგდო, კარვების იმედადაა

დღევანდელმა სხდომამ გამოაჩინა აშკარად, რომ ოპოზიციას არ ჰქონდა არგუმენტები, თუ რა არ მოსწონს და რას ეწინააღმდეგება ეს ცვლილებები, რომელიც სინამდვილეში კარვების აკრძალვას არ ეხება. არამედ რეალურად ხდება იმ რისკების და საფუძვლების დაზუსტება, რომელზე დაყრდნობითაც პოლიციამ უნდა იმოქმედოს, თუკი საფრთხე იდენტიფიცირებულია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას.

„საფრთხე რომ არსებობს, ეს უკვე სუს-მა საზოგადოებას აუხსნა, გამოძიებაც დაწყებულია. უმოკლეს დროში, იმავე დღეს დაადასტურეს სუს-ის ვარაუდები ოპოზიციის ბელადებმა და თქვეს, რომ დიახ, იარაღზეც უნდა გავიკრათ ხელი, დესტაბილიზაცია და არეულობაც საჭიროა და სტატუსს თუ ვერ მივიღებთ, აუცილებლად უნდა ავრიოთ ქვეყანა დეკემბერ-იანვარში და არჩევნების გარეშე ხელისუფლება უნდა ავიღოთო. ვნახეთ ვიდეოჩანაწერების სადაც უცხოეთიდან ჩამოყვანილია ადამიანები ახალგაზრდებს ძალადობრივი სცენარებისთვის ამზადებენ. პირდაპირ ჩანს, რომ ოპოზიცია არის კარვების იმედად. შეგახსენებთ, ის ოპოზიციაა, რომელიც ოპოზიციური აქციებიდან გააგდეს და ვფიქრობ, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ასეთი რამ მგონი არსად მომხდარა და ამ რადიკალურმა ოპოზიციამ მოახერხა ის, რომ ხალხა ლიდერები გაყარა აქციიდან“, - განაცხადა თალაკვაძემ.