შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას: პარლამენტის არხი კი შევქმენით, მაგრამ ტელევიზია არ ვართ. ვართ საკანონმდებლო ორგანო, რომელიც საკანონმდებლო ზედამხედველობის ფარგლებში, უსმენს მინისტრს - კეთილი ინებეთ და მოუსმინეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ფრაქციის თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის მოსმენისკენ მოუწოდა.

ბოკუჩავა თავმჯდომარეს მინისტრის საათის გადადების თხოვნით მიმართა, რადგან საინფორმაციო დღე დასასრულს უახლოვდებოდა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტი არ არის ტელევიზია, არამედ არის, საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ზედამხედველობის ფარგლებში, უსმენს მინისტრს.

,,ქალბატონო თინა ჩვენ პარლამენტის არხი კი შევქმენით, მაგრამ ტელევიზია კი არ ვართ, ჩვენ ვართ საკანონმდებლო ორგანო, რომელიც, მათ შორის, საკანონმდებლო ზედამხედველობის ფარგლებში უსმენს მინისტრს. კეთილი ინებეთ და მოუსმინეთ მინისტრს,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.