მოდელი და მსახიობი პამელა ანდერსონი პარიზის მოდის კვირეულზე უმაკიაჟოდ მივიდა. ის ჩვენებებს ოთხი დღის განმავლობაში ესწრებოდა და მიუხედავად იმისა, რომ დასამახსოვრებელი ჩაცმულობითაც გამოირჩეოდა, ყველას ყურადღება სწორედ კვირეულზე მაკიაჟის გარეშე მისვლით მიიქცია.
ანდერსონმა Elle-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ როცა მისი ახლო მეგობარი ალექსის ვოგელი გარდაიცვალა, მან მაკიაჟის ტარება შეწყვიტა. ვიზაჟისტი ვოგელი 2019 წელს ძუძუს კიბოთი დაიღუპა.
"ის საუკეთესო იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ, ალექსისის გარეშე თითქოს სწორი იყო, რომ მაკიაჟი აღარ მეტარებინა", — თქვა პამელამ.
ანდერსონმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში მოდის კვირეულის ფოტოები გამოაქვეყნა.
"საკუთარი თავისა და შენი არასრულყოფილების მიღება და შეყვარება ლამაზია", — წერს პამელა.