აშშ-ის ფილადელფიის შტატში კაცმა კალათბურთის მატჩზე თავისი შინაური ნიანგის შეყვანა სცადა, თუმცა უარი უთხრეს. მართალია ფილადელფიაში ალიგატორის ყოლა ლეგალურია, თუმცა მის თამაშზე შეყვანას სტადიონის წესები კრძალავს — ადმინისტრაციის თქმით, სტადიონზე მხოლოდ ის დამხმარე ძაღლები დაიშვებიან, რომლებიც შშმ პირებს გადასაადგილებლად სჭირდებათ.
პატრონი ნიანგის სტადიონზე შეყვანას იმით ამართლებდა, რომ ალიგატორი მის მენტალურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს და ემოციური მხარდაჭერისთვის სჭირდებოდა.
ნიანგი სტადიონთან სპორტულმა ჟურნალისტმა შენიშნა და ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"ფილადელფიის გუნდის მხარდამჭერმა დღეს სტადიონზე "შინაური ცხოველის" შეყვანა სცადა. ნიანგის! არ მოგესმათ, ნამდვილი ალიგატორის!" — წერს ის.ცხოველი ჯოი ჰენის ეკუთვნის და მას უოლი ჰქვია.
პატრონის თქმით, უოლი უკვე 7 წელია ჰყავს და ის სხვა ნიანგებისგან გამოირჩევა, რადგან აგრესიას არ ავლენს. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ნიანგი უოლი ნამდვილი ვარსკვლავია, რომელსაც ინსტაგრამსა და ტიკტოკზე ათიათასობით გამომწერი ჰყავს.