სტოკჰოლმში ნობელის პრემიის კვირეული დაიწყო. ტრადიციულად, პირველი გამარჯვებული ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში გამოვლინდა. ამის შესახებ BBC წერს.
2023 წელს ჯილდო კატალი კარიკოსა და დრიუ ვაისმანს გადასცეს „ნუკლეოზიდური ფუძის მოდიფიკაციებთან დაკავშირებული აღმოჩენისთვის, რომელმაც COVID-19-ს საწინააღმდეგო ი-რნმ-ის ვაქცინის შექმნა გახადა შესაძლებელი.
3 ოქტომბერს გამოვლინდება გამარჯვებული ფიზიკის დარგში, 4 ოქტომბერს ქიმიის, 5 ოქტომბერს ლიტერატურის, 6 ოქტომბერს კი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დასახელდება. 9 ოქტომბერს გახდება ცნობილი ვინ მიიღებს ალფრედ ნობელის სახელობის პრემიას ეკონომიკის დარგში.