ტიკტოკის დახმარებით ბიონსეს ეტლით მოსარგებლე ფანი პოპვარსკვლავს შეხვდა

ტიკტოკის დახმარებით ბიონსეს ეტლით მოსარგებლე ფანი პოპვარსკვლავს შეხვდა

პოპვარსკვლავ ბიონსეს ფანი ჯონ ჰეთერინგტონი ორეგონის აეროპორტიდან სიეტლში რენსესანსის ტურისთვის ჩადიოდა, თუმცა იმის გამო, რომ ეტლი თვითმფრინავში არ ჩაეტია, გაფრენაზე უარი უთხრეს.

ჯონმა ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც ინციდენტის შესახებ ჰყვებოდა. მისი თქმით, ოცნების ასრულებას ვერ ახერხებდა, რადგან ეტლი ავიახაზის სტანდარტთან შედარებით 10 სანტიმეტრით მაღალი იყო. ფანი ამბობს, რომ სხვა იმავე დღეს სიეტლის მიმართულებით ფრენაზე თავისუფალი ადგილი არცერთ სხვა ავიახაზს არ ჰქონდა, რის გამოც კონცერტზე ჩასვლას ვერ ასწრებდა.

"ამ დღეს 25 წელი ველოდებოდი და ახლა ბიონსეს ვეღარ ვნახავ", — ამბობს ჯონი ვიდეოში.

ჯონის ამბავი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ადამიანები მომღერალს, მის გუნდსა და მედიებს თაგავდნენ, რათა ხმა მათთვის მიეწვდინათ. ამის შემდეგ ჯონს ბიონსეს გუნდი დაუკავშირდა, მათ ფანს ახალი ფრენა დაუჯავშნეს და საბოლოოდ ჯონი რენესანსის ტურს 21 სექტემბერს დაესწრო. ის მომღერლის დედას, მისი ტურის მოცეკვავეებსა და თავად ბიონსესაც შეხვდა.