ბედნიერი მაშინ ვარ, როცა ოჯახს ვშორდები, განსაკუთრებით, კიმს — კორტნი კარდაშიანი

ბედნიერი მაშინ ვარ, როცა ოჯახს ვშორდები, განსაკუთრებით, კიმს — კორტნი კარდაშიანი

კარდაშიანების ოჯახში კიმსა და კორტნის შორის დრამა ისევ განახლდა. რეალითი შოუს მე-4 სეზონში დებს შორის დაპირისპირება ისევ გრძელდება და ისინი არც ერთმანეთის საჯაროდ ლანძღვას ერიდებიან.

დებს შორის დაძაბულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა შოუს წინა სეზონში კიმი Dolce & Gabbana-ს პარტნიორობას დასთანხმდა. ამ ფაქტზე კორტნი განაწყენდა, რადგან კიმმა იმ მოდის სახლთან დაიწყო თანამშრომლობა, რომელმაც 6 თვის წინ მისი საქორწინო კაბა შექმნა. ამდენი ხნის შემდეგაც კიმსა და კორტნის შორის ამ საკითხზე დავა არ მოგვარებულა.

კიმმა სატელეფონო ზარით კორტნი იტალიაში დაპატიჟა, სადაც Dolce & Gabbana-ს კამპანიის ფარგლებში სადილზე მიიწვიეს. კორტნიმ წასვლაზე უარი განაცხადა და დასძინა, რომ დას მხარს ყოველთვის უჭერს, თუმცა მოდის სახლთან პარტნიორობა მისგან კარგი საქციელი სულაც არ არის. კიმმა კი დის ქორწილი გაიხსენა და აღნიშნა, რომ იქ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

"ვერ იტან, როცა შენ გარდა სხვა არის ყურადღების ცენტრში. ჩემს ქორწილში მოხვედი, არ გიხაროდა და მოსვლის წუთიდან წასვლამდე წუწუნებდი. ჩემ გამო არ შეგეძლო ბედნიერი ყოფილიყავი, რადგან ყურადღების ცენტრში მე ვიყავი", — ეუბნება კორტნი კიმს.

კორტნიმ ისიც დასძინა, რომ კიმი სხვების მის წინააღმდეგ განწყობას ცდილობს, რაც კიმმა უარყო, თუმცა დავა აქ არ დასრულებულა. "მე ბედნიერი ცხოვრება მაქვს და ბედნიერი მაშინ ვარ, როცა თქვენგან შორს ვარ, განსაკუთრებით კი, შენგან", — თქვა კორტნიმ.

კარდაშიანები შოუს ახალი სეზონის ტრეილერში ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ვნახეთ, როგორ ეძახის კორტნი კიმს ალქაჯს, ახლა კი გავიგეთ, რამ გამოიწვია ეს კონფლიქტი. ფანებს კი ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.