ნიუ-იორკელმა მასაჟისტმა კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა

ნიუ-იორკელმა მასაჟისტმა კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა

ამერიკელ მსახიობ კევინ სპეისის მასაჟისტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გამოცემა Daily Beast-ი წერს.

მამაკაცის განცხადებით, 2016 წელს კევინ სპეისიმ მას რამდენჯერმე შესთავაზა ფული სექსის სანაცვლოდ. მასაჟისტი, რომელიც საქმეში მოხსენიებულია როგორც J.D., ასევე აცხადებს, რომ ყოველ ჯერზე სპეისი მასთან ვიზიტს სხვა სახელითა და გვარით ჯავშნიდა.

J.D.-ი სთქმით, სამი ასეთი ვიზიტის შემდეგ მან საერთოდ შეწყვიტა ნიუ-იორკის კონკრეტულ სასტუმროში მომსახურების გაწევა.

მიმდინარე წლის ივლისში ლონდონის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა მსახიობი კევინ სპეისი სექსუალური შევიწროების საქმეზე, ცხრავე ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს. სასამართლომ მსახიობი ოთხი მამაკაცის მიმართ შევიწროების ცხრავე მუხლით გაამართლა.