Cardi B-ის თქმით, სახლში მოჩვენება ჰყავს, რომელსაც მასთან სექსი უნდა

Cardi B-ის თქმით, სახლში მოჩვენება ჰყავს, რომელსაც მასთან სექსი უნდა

IPSOS-ის 2019 წლის კვლევას თუ დავუჯერებთ, ამერიკელების თითქმის ნახევარს, 46 პროცენტს, მოჩვენებების არსებობისა სჯერა. როგორც ჩანს, მათ რიცხვში შედის ცნობილი რეპერი Cardi B-ც, რომლის ბოლოდროინდელმა განცხადებამ სოციალური ქსელები მოიცვა. მომღერალმა ინსტაგრამის ლაივ-ჩართვაში თქვა, რომ სახლში მოჩვენება ჰყავს, რომელსაც მასთან სექსი უნდა.

"აი, უცბად ბუზის გაფრენის ხმა მესმის ხოლმე, მაგრამ ბუზს ვერსად ვპოულობ", — ამბობს Cardi B, — "ეს ხმა დერეფანში მესმის ხოლმე, თითქოს ვიღაცას ტელეფონი აუღიაო".

რეპერის თქმით, თავისი დაცვის ერთ-ერთ წევრსაც სთხოვა, შინ შესულიყო და ხმა თავად გაეგონა, მაგრამ "ის" გაქრა. ამასთან, Cardi B ამბობს, რომ "მოჩვენება" მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა მისი ქმარი შინ არაა.

"მარტო რომ ვრჩები, ჩემთან სექსი უნდება ხოლმე", — ამბობს მუსიკოსი, — "გაითვალისწინეთ, რომ როცა ატლანტის ან ნიუ-იორკის სახლში ვარ, ასე არ ხდება. უკვე თავგზა ამერია, რადგან შინ მარტო ვარ იმ წყეულ მოჩვენებასთან ერთად, რომელსაც აშკარად ჩემთან სექსი სურს. ის ხომ მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა მარტო ვრჩები".

რეპერი ამატებს, რომ უკვე იმდენადაა შეწუხებული, საცხოვრებლად სასტუმროში გადასვლაზე ფიქრობს.