ესპანეთის ხელისუფლებამ, სადაც შაკირა გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა, მომღერალი გადასახადების დამალვაში უკვე მეორედ დაადანაშაულა. ამის შესახებ BBC წერს.
ესპანეთის პროკურატურის მტკიცებით, კოლუმბიელმა მომღერალმა, 2018 წელს თავისი მსოფლიო ტურისთვის, ხელისუფლებას 6,7 მილიონი ევრო არ გადაუხადა. აგრეთვე, სხვა შემოსავლები დამალა.
ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ივლისში დაიწყო, თუმცა დეტალები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.