ჰოლივუდის სცენარისტებმა გაფიცვა შეწყვიტეს

ჰოლივუდის სცენარისტებმა გაფიცვა შეწყვიტეს

აშშ-ის სცენარისტების გილდიამ გაფიცვის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გილდიის წევრები სამუშაოს 27 სექტემბრიდან დაუბრუნდებიან. გილდიამ ტელე და კინოსტუდიების ალიანსთან ახალ შეთანხმებას მიაღწია - სამწლიან კონტრაქტს ოქტომბრის დასაწყისში დაამტკიცებენ.

ახალი კონტრაქტი ითვალისწინებს: სცენარისტების ოთახებში პერსონალის მინიმალური რაოდენობის დაწესებას; ხელფასების ზრდას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების რეგულაციებს.

ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს სცენარისტების გილდიის პირველი გაფიცვა იყო, რომელიც 2 მაისს დაიწყო. ივლისში მას ჰოლივუდის მსახიობებიც შეუერთდნენ. გაფიცვის მონაწილეები ხელფასების გაზრდასა და სტრიმინგ-სერვისების და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე კონტრაქტების გადახედვას ითხოვენ.

გაფიცვა უკვე 148 დღეს გაგრძელდა. ჰოლივუდში ყველაზე ხანგრძლივი გაფიცვა 1988 წელს დაფიქსირდა და 153 დღეს გაგრძელდა.