ჯონი დეპმა მოდილიანის შესახებ ფილმის გადაღებები დაიწყო

ჯონი დეპმა მოდილიანის შესახებ ფილმის გადაღებები დაიწყო

უნგრეთში, ბუდაპეშტში ცნობილი იტალიელი მხატვრის, ამადეო მოდილიანის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის „მოდის“ გადაღებები დაიწყო. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სურათის რეჟისორი ჯონი დეპია, მთავარ როლებს ფილმში რიკარდო სკამარჩო (მოდილიანი), პიერ ნინე, ალ პაჩინო და ლუიზა რანიერი შეასრულებენ. სიუჟეტი მოდილიანის პარიზში ცხოვრების პერიოდს ასახავს და დენის მაკინაიარის ამავე სახელწოდების პიესაზეა დაფუძნებული. ადაპტირებული სცენარის ავტორები ჯერზი და მერი კრომოლოვსკები არიან.

ეს დეპის, როგორც რეჟისორის მეორე სრულმეტრაჟიანი სურათია. პირველი სურათი „მამაცი“ მან 1997 წელს გადაიღო.