თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, თურქმენეთის კულტურისა და მაუწყებლობის და საქართველოს კულტურისა სამინისტროებისა და თურქმენეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, “ქართული კინოს დღეები თურქმენეთში“ გაიხსნა.
თურქმენეთის მთავრობის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, კინოჩვენების პროგრამაში მე-20 საუკუნის 60-80-იან წლებში ქართველი რეჟისორების მიერ გადაღებული მხატვრული ფილმები შევიდა.
ეს ფილმებია “ჯარისკაცის მამა“, “მიმინო", “არ დაიდარდო“, “ქეთო და კოტე“, “შერეკილები“, ასევე ქართული მიუზიკლი “ვერის უბნის მელოდიები“ და სხვა.
ღონისძიების ფარგლებში თურქმენეთის მოსახლეობასა და მის სტუმრებს აშხაბადში ქართული ფილმების ნახვა 28 იანვრამდე შეუძლიათ კინოცენტრებში “თურქმენეთი“ და “ვატანში“.
როგორც იცით, ქართული კინოს დღეების თურქმენეთში მოწყობასთან დაკავშირებით კონსულტაციები ქართულ და თურქმენულ მხარეებს შორის 2010 წლის მარტში გაიმართა.