ალექსანდრა გრანტის თქმით, კიანუ რივზი მისი შთაგონების წყაროა

ალექსანდრა გრანტის თქმით, კიანუ რივზი მისი შთაგონების წყაროა

ცნობილი ფაქტია, რომ კიანუ რივზი პირადი ცხოვრების შესახებ ხშირად არ საუბრობს, თუმცა ამჯერად მისმა პარტნიორმა, ალექსანდრა გრანტმა, მსახიობთან ურთიერთობის შესახებ კომენტარი გააკეთა. ცოტა ხნის წინ ალექსანდრა წითელ ხალიჩაზე მარტო შენიშნეს, რაზეც მან განაცხადა, რომ ღონისძიებებზე მარტო ყოფნით თავს კომფორტულად გრძნობს.

"როცა ზრდასრული ხარ და ვინმე გიყვარდება, კარგი ამბავი ისაა, რომ ურთიერთობის დაწყებისას უკვე საკუთარი კარიერა გაქვს. წითელ ხალიჩაზე თავს ძალიან თავდაჯერებულად ვგრძნობ, მაშინაც კი, როცა მარტო ვარ", — ამბობს ალექსანდრა.

შეგახსენებთ, რომ კიანუ რივზმა და ალექსანდრა გრანტმა 2011 და 2016 წლებში ორ წიგნზე იმუშავეს. წიგნებისთვის გრანტმა ილუსტრაციები შექმნა, ხოლო ტექსტის ავტორი კიანუ რივზი იყო. მათი ურთიერთობის შესახებ ჭორები სწორედ მაშინ გავრცელდა, რაც წყვილმა ძალიან დიდი ხნის შემდეგ დაადასტურა

"კიანუსთან ურთიერთობაში ის მიყვარს, რომ ერთმანეთს ახალი მიზნების მისაღწევად ვუბიძგებთ. ჩემთვის კიანუ შთაგონების წყაროა. ის ძალიან კრეატიულია, კეთილია და ძალიან ბევრს მუშაობს", — დასძინა ალექსანდრამ.

რაც შეეხება ურთიერთობის შესახებ კიანუს დამოკიდებულებას, People-თან ინტერვიუს დროს მსახიობს ჰკითხეს, თუ როდის იყო ბოლოს ყველაზე ბედნიერი, რაზეც კიანუმ უპასუხა, რომ ბედნიერი წუთები თავის პარტნიორთან ყოფნისას განიცადა.