Google 25 წლის გახდა. საძიებო სისტემამ იუბილეს დუდლი მიუძღვნა.
Google 1998 წლის 4 სექტემბერს ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა შექმნეს, თავად დომენი კი 15 სექტემბერს დარეგისტრირდა. მიუხედავად ამისა, კომპანია დაბადების დღეს 27 სექტემბერს აღნიშნავს.
დღეს Google ყველაზე პოპულარული კომპიუტერული საძიებო სისტემაა მთელ მსოფლიოში. ყოველდღიურად ის არეგისტრირებს 50 მილიონზე მეტ ახალ მოთხოვნას ძიებაზე და 8 მილიარდ ვებგვერდს უკეთებს ინდექსირებას. Google სხვადასხვა მასალას 191 ენაზე ეძებს.