საბერძნეთში. ფესალიაში ცხვრები სამედიცინო კანაფის პლანტაციაზე შეიპარნენ და მოსავალი - დაახლოებით 100 კილო მთლიანად შეჭამეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფარა პლანტაციაზე შემთხვევით აღმოჩნდა - რეგიონში ბევრი საძოვარი დაიტბორა და ცხოველები ახალ ადგილს ეძებდნენ. მწყემსი, რომელიც მოგვიანებით ფარას დაეწია, მიხვდა, რომ ცხვრებმა კანაფი შეჭამეს, რადგან ისინი „უცნაურად იქცეოდნენ“.
„არ ვიცი, ვიცინო თუ ვიტირო. ზაფხულში სიცხის ტალღა გვქონდა - ყველაფერი გახმა. სექტემბერში რეგიონში წყალდიდობა მოხდა. ახლა კი ეს. ცხვრებმა ყველაფერი შეჭამეს, რაც დარჩა“, - ამბობს პლანტაციის მფლობელი.