ცოტა ხნის წინ Stranger Things-ის ვარსკვლავი მილი ბობი ბრაუნი ცნობილი მუსიკოსის, ჯონ ბონ ჯოვის, შვილზე, ჯეიკ ბონჯოვიზე, დაინიშნა. პოპკულტურის მოყვარულები ელოდნენ, რომ მათ ქორწილში ბონ ჯოვი იმღერებდა, თუმცა მილის თქმით, სტუმრებს ასეთი სიურპრიზი არ ელით.
"ვფიქრობ, ეს მასთან მისვლა და სხვებისთვის წარმოდგენის გამართვის მოთხოვნა იქნებოდა. მგონია, რომ ამ კაცმა უნდა დაისვენოს. არასდროს ჩერდება. ხან ჩოგბურთს თამაშობს, ხან სიმღერის გაკვეთილებს ესწრება. ვფიქრობ, დასვენება სჭირდება", — აღნიშნა ბრაუნმა ინტერვიუში.
მილის თქმით, სხვა მხრივ საქორწინო სამზადისი კარგად მიდის და ჯეიკ ბონჯოვისთან ერთად ამ დღეს მოუთმენლად ელოდება.
როცა 19 წლის მილი ბობი ბრაუნისა და 21 წლის ჯეიკ ბონჯოვის ნიშნობის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, საზოგადოების ნაწილმა მათი გადაწყვეტილება ასაკის გამო გააკრიტიკა. ცოტა ხნის წინ მსახიობმა ამ თემაზეც ისაუბრა.
"არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ასაკი, როცა სწორ ადამიანს პოულობ და მასთან ერთად იზრდები", — განაცხადა მან.