სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია. მსახიობი სახლში დაეცა. ამის შესახებ გამოცემა People წერს.

89 წლის მსახიობის წარმომადგენლებმა ინციდენტი გამოცემასთან დაადასტურეს. მათი თქმით, ლორენი ჟენევაში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა და სააბაზანოში დაეცა, რის შედეგადაც რამდენიმე დაზიანება მიიღო, მათ შორის ბარძაყისა და მენჯის ძვლის.

წყაროს თქმით, მსახიობს ოპერაცია გაუკეთდა. ექიმები ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდს ოპტიმისტურად აფასებენ.