ჰოლივუდის სცენარისტებმა თითქმის 5-თვიანი გაფიცვის დასრულებისთვის, ტელე და კინო პროდიუსერთა ალიანსთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სცენარისტთა გილდიის მიერ გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ წინასწარი გარიგება პროფკავშირების ძალისხმევის შედეგად მოხერხდა. თუმცა, შეთანხმების დეტალები ჯერ არ გახმაურებულა. სცენარისტთა გილდიის ცნობაში ისიცაა აღნიშნული, რომ გაფიცვა მხოლოდ მაშინ შეწყდება, როცა გარიგება ოფიციალურად გამოცხადდება. რაც შეეხება გაფიცულ მსახიობებს, მათთან მოლაპარაკება გრძელდება.
ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს სცენარისტების გილდიის პირველი გაფიცვაა, რომელიც 2 მაისს დაიწყო. ივლისში მას ჰოლივუდის მსახიობებიც შეუერთდნენ. გაფიცვის მონაწილეები ხელფასების გაზრდასა და სტრიმინგ-სერვისების და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე კონტრაქტების გადახედვას ითხოვენ.
გაფიცვა უკვე 146 დღეა გრძელდება. ჰოლივუდში ყველაზე ხანგრძლივი გაფიცვა 1988 წელს დაფიქსირდა და 153 დღეს გაგრძელდა.