Super Bowl 2024-ზე აშერი იმღერებს

Super Bowl 2024-ზე აშერი იმღერებს

ამერიკულ ფეხბურთში აშშ-ის ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ჩემპიონატის ფინალის დროს გამართული შოუს ჰედლაინერი აშერი იქნება. ამის შესახებ Billboard-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შოუ 11 თებერვალს, ლას-ვეგასში გაიმართება.

„აშერის მუსიკა წარუშლელ კვალს ტოვებდა კულტურულ ლანდშაფტში და ძალიან გვიხარია, რომ წელს ჩვენი შოუს ჰედლაინერი სწორედ ის იქნება“, - განაცხადა NFL-ის მუსიკალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სეტ დუდოვსკიმ.

NFL-ის შესვენების დროს გამართული შოუ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღონისძიებაა მუსიკალურ ინდუსტრიაში. 14-წუთიან კონცერტს 120 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.

წელს Super Bowl-ზე რიანამ იმღერა.