შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და საპატრულო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული არტურ ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დაკავებული თბილისში, ყვარლის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ჩხუბში ჩაერთო იქვე მცხოვრები, 1977 წელს დაბადებული გიორგი გაბროშვილი, რომელსაც ურთიერთშელაპარაკებისას არტურ ს-მ ცივი იარაღით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულ აღიარებს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით).