ღია კარში და ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში. იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება, ვიღაცის მიზანი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნატოში მიღების საკითხზე საუბრისას განუცხადა.
„ზოგადად შემიძლია გითხრათ შემდეგი - ერთ-ერთი წინა პრეზიდენტი საუბრობდა ამაზე, ღია კარში და ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში. მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება, ვიღაცის მიზანი არ არის. ორპირმა ქარმა გაცივება იცის. შესაბამისად, ეს მდგომარეობა არ არის კარგი და სწორი მდგომარეობა“, - განაცხადა კობახიძემ.