საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, პაველ ვიზდალთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, პაველ ვიზდალთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, პაველ ვიზდალთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რაც საქართველოსა და სლოვაკეთს  აქვს ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის - პოლიტიკის, ეკონომიკისა და  კულტურის მიმართულებით. საუბრისას განიხილეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი პროექტები, ასევე - ხაზი გაესვა სლოვაკეთის დახმარების მნიშვნელობას ჯანდაცვის სექტორისთვის. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა  პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს ორ ქვეყანას  შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.