მიხაილო პოდოლიაკის განცხადება საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა შეაფასა. ოლექსანდრ შულგას თქმით, პოდოლიაკი ანალიზს უკეთებს იმ სიტუაციას, რომელიც ახლა საქართველოში არსებობს.
„პოდოლიაკი ანალიზს უკეთებს ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ეს არის მისი შეფასებები მოცემულ სიტუაციაში“,- აღნიშნა ოლექსანდრ შულგამ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ორი დღის წინ თქვა, რომ საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს.