ნაჩო სანჩესი: ჩემთვის ყოველთვის შეცდომა იყო უკრაინა-მოლდოვისგან საქართველოს განცალკევება, მიზანი უნდა იყოს მათი ერთ დონეზე ყოფნა

ნაჩო სანჩესი: ჩემთვის ყოველთვის შეცდომა იყო უკრაინა-მოლდოვისგან საქართველოს განცალკევება, მიზანი უნდა იყოს მათი ერთ დონეზე ყოფნა

ევროკავშირში ბევრი ფიქრობს, რომ საქართველო უკრაინა და მოლდოვა ერთ დონეზე უნდა იყვნენ და ჩემი აზრით ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ რათა ევროპული დღის წესრიგი შესრულდეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩესმა განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგად კონტექსტში არის ევროკავშირის გაფართოებისთვის შესაძლებლობის ფანჯარა და ეს ეხება ბევრ ქვეყანას. ჩემთვის ყოველთვის შეცდომა იყო საქართველოს უკრაინა-მოლდოვასგან განცალკევება და მიზანი უნდა იყოს მათი ერთ დონეზე ყოფნა. რადგან ამ მოცემულობამ არ შეუწყო ხელი დეპოლარიზაციას. საქართველომ უნდა აჩვენოს ერთიანობა. ევროპულ ინსტიტუტებში მთავრობასა და პრეზიდენტს შორის რაც ხდება არ ქმნის ხელსაყრელ გარემოს. ბორელმა მთავარ გზავნილებს გაუსვა ხაზი და ეს უნდა იყოს ეროვნული მიზანი. კომისია ანგარიშზე მუშაობს და კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს. გარედან ჩანს, რომ პოლარიზაცია ისევ იმ დონეზეა და დაემატა ხელისუფლებას და მთავრობას შორის აზრთა სხვადასხვაობა. ევროკავშირში ბევრი ფიქრობს, რომ საქართველო უკრაინა და მოლდოვა ერთ დონეზე უნდა იყვნენ და ჩემი აზრით ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ რათა ევროპული დღის წესრიგი შესრულდეს. ერთიანობის იმიჯი უნდა აჩვენოთ პარტნიორებს“, - განაცხადა სანჩესმა.