წარმოიდგინეთ, რამხელა ანტიდასავლური აღქმები შეიძლება გაჩნდეს იმისგან, რომ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ შეიძლება იყოს დასავლეთის მთავარი წარმომადგენელი ამ ქვეყანაში. ეს არის ღირსება და ასეთი ბნელი ძალა შეიძლება წარმოადგენდეს დასავლეთს? ეს ხომ შეუძლებელია., - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„წარსულის მძიმე ცოდვებით დამძიმებული პარტია ვერ იქნება ამ ქვეყნის მომავალი. მომავლის უზრუნველსაყოფად მათი შეთავაზებები ყოველთვის იქნება ისეთი ცრუ, როგორებიც არიან მათი სატელიტი „ენჯეოები“ თუ მედიასაშუალებები. წარმოუდგენელია. გაგვიუფასურდა ის აღქმები, რაც 2012 წლამდე ქართულ საზოგადოებას ჰქონდა. ცოლ-ქმარი სახლში რომ ლაპარაკობდა, ტელეფონს ბატარეებს აცლიდნენ, რომ მათი საუბარი ვინმეს არ მოესმინა და მკაცრად არ დასჯილიყვნენ. ასეთი შეგრძნებები და აღქმები იყო ქვეყანაში და უმძიმესი რეპრესიები, არ იყო არანაირი მედიათავისუფლება. ახლა რომ ვინმეს გააკრიტიკებ და ამას არქმევენ მედიაზე თავდასხმას. კრიტიკაზე კი არა, ვერავინ ბედავდა, რომ მათ მიერ იყო მიტაცებული ტელევიზიები, აბსოლუტურად ჩაგრული მედიასაზოგადოება - ამაზე საუბარს ბევრი ვერც კი ბედავდა. ახლა კი ეს ადამიანები საზოგადოების წინაშე წარმოდგებიან როგორც მთავარი ევროპელები ამ ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, რამხელა ანტიდასავლური აღქმები შეიძლება გაჩნდეს იმისგან, რომ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ შეიძლება იყოს დასავლეთის მთავარი წარმომადგენელი ამ ქვეყანაში. ეს არის ღირსება და ასეთი ბნელი ძალა შეიძლება წარმოადგენდეს დასავლეთს? ეს ხომ შეუძლებელია. დემოკრატია, ეროვნული ინტერესები, ევროპულობა და ამის კონსტიტუციაში ჩაწერა, ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია - ეს მათი გადმოცემით არის რუსული, ხოლო ის ავტოკრატია, წამება და გაუპატიურება არის თურმე ევროპელობა. ამის გაყიდვას ცდილობენ ქართულ საზოგადოებაზე, რაც არასდროს გაუვათ“, - აცხადებს მდინარაძე.