კახა კალაძე: მედიაზე ზეწოლა იყო ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა ქვეყანაში, მედიაზე ზეწოლა იყო ტელეკომპანია „იმედში“ შევარდნა

კახა კალაძე: მედიაზე ზეწოლა იყო ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა ქვეყანაში, მედიაზე ზეწოლა იყო ტელეკომპანია „იმედში“ შევარდნა

თუ ჰქონდა მას სურვილი, გაერკვია რა ხდებოდა, რატომ არ დაიბეჭდა, ჰქონდა ამის შესაძლებლობა და უფლებაც აქვს გაარკვიოს, რატომ არ დაიბეჭდა, - ასე გამოეხმაურა „თბილისის მერი“, კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა, მას შემდეგ, რაც ექსკლუზიურად კონკრეტულ მედია საშუალებას შესთავაზა პარლამენტის თავმჯდომარის ღია წერილის გამოქვეყნება და მათგან მიიღო დაუსაბუთებელი უარი, ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა დონორ ორგანიზაციებს.

მისი თქმით, მედიაზე ზეწოლა იყო ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა ქვეყანაში, მედიაზე ზეწოლა იყო ტელეკომპანია „იმედში“ შევარდნა.

„გახსოვთ, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, ტელევიზიების მიმართ. ყველაფერი ერთი ხელიდან იმართებოდა და ერთი შემოქმედი ჰყავდა, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი. ეს სამწუხარო რეალობა გვქონდა ჩვენ ქვეყანაში 2012 წლამდე. დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა. მედია პლურალიზმი მნიშვნელოვანია და ის, რომ დღეს წარმოდგენილი ხართ სხვადასხვა ტელევიზიები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ტელევიზიები, ეს მოიტანა 2012 წლის შემდგომმა პერიოდმა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.